“ნაცმოძრაობა’ იძულებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს – არ დაუჭერს მხარს ვაი, დაუჭერს და ვუი”

ექსპერტ, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია ახალი ინიციატივით დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.

შარაშენის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნულმა ინიციატივამ დილემის წინაშე დააყენა. “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია იმით დაიწყო, რომ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერას ითხოვს. ნაცმოძრაობა იძულებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს – არ დაუჭერს მხარს ვაი, დაუჭერს და ვუი… მახსენდება ქუცნაშვილის ერთ-ერთი ბოლო გამონათქვამი: თუ 2012 წლის არჩევნები იყო ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის, 2016 წლის არჩევნები იქნება საარჩევნო პროგრამებისა და იდეების ბრძოლა. მაგრად დაიწყო იდეების ბრძოლა”, – წერს შარაშენიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, კონსტიტუციაში აღნინიშნოს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა. აღნიშნული განსაზღვრების კონსტიტუციაში ასახვას გუშინ, პოლიტსაბჭოზე დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა