“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცე-სპიკერი კი – სერგი კაპანაძე. ენმ-ში საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს, უკვე გადაწყვეტილია ძირითადი ფრაქციის თავმჯდომარის ვინაობაც.

„გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნა დავით ბაქრაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე – სერგი კაპანაძე და ასევე ძირითად ფრაქციას ვქმნით, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკა მელია,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

ენმ-ში გრძელდება მსჯელობა ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში ენმ-ს სამი ფრაქციის შექმნის საშუალება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლებათ, ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ასევე ჯერ არ არის შეჯერებული პოზიციები, ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

banner
წინა სტატიაშილარი რომ მერყეობს, ეს რეალობაა – აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : “ოცნებას” 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია