“ნაციონალურმა მოძრაობამ” კორცხელის ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”. თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ საჩივარი დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროკურატურას იმ პირების გვარებიც მიაწოდეს, რომლებიც გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას. “ნაციონალურ მოძრაობა” მთავარი პროკურატურისგან დროულ გამოძიებას ითხოვს.

სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ ცემის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს, რადგან ეს გუშინ მომხდარი ფაქტის მსუბუქი კვალიფიკაციაა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ხელისუფლებას დიდი დრო არ დარჩენია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება“ სამწუხაროდ ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი ორი”