”ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად დანიშნა, 100 დღე გავიდა. რით ხვდება საქართველო კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნიდან 100 დღეს? ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც დაფიქსირებულა. ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. ეს არის 15 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მაქსიმუმი. ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში – 2011 წელს იყო – 291 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელს არის 281 მილიონი დოლარი, ეს მაშინ, როცა 2011 წელს არც რუსული ბაზარი იყო ღია და არც ასოცირების ხელშეკრულება“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, კვირიკაშვილი ხალხს მოგების გადასახადს პირდებოდა.

„შემოიტანეს კანონპროექტი, რომელშიც ისეთი რეგულაციები იყო, რომ მისი მიღებისთვის ბიზნესიც კი არ იყო მზად. არ შემოუტანიათ არანაირი კანონპროექტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. მათ არ აქვთ არანაირი ხედვა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი კაზბულატ ცხოვრებოვი გადადგა
შემდეგი სტატია“ივანიშვილი საჯარო მოხმარების სივრცეებს პირადი მოხმარებისთვის ითვისებს“