ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საგარეჯოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი წარადგინა. საგარეჯოს ოლქში ნაციონალური მოძრაობის სახელით კენჭს ზუაბ ჭიაბერაშვილი იყრის.
ზურაბ ჭიაბერაშვილი საგარეჯოს მოსახლეობას ენმ-ს ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით მათი მთავარი დაპირება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.