“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ყრილობას ბოიკოტი გამოვუცხადოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა არ უნდა იყოს.

„მიმაჩნია, რომ თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა სააკაშვილის გამიჯვნა იყო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან. ეს არ გამოუვიდა და სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების ხელით მოახერხებს ამას”, – განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ყველა რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხელ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს.

„თუ ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია და მეორე მხარეს პოლიტსაბჭოს წევრთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პარტიაზე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, ძნელია სასიკეთო მოვლენების განვითარების პროგნოზირება, არ არის გამორიცხული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყრილობასაც”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაუ

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება
შემდეგი სტატია“პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე სიმბოლურად ვაკანტური უნდა იყოს”