„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში

პოლიტიკური საბჭო უახლოეს მომავალში შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომელიც გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურებში მონაწილეობას.

“მთავარი გააწყვეტილებების მიმღები ორგანო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არის პოლიტიკური საბჭო, რომელიც აუცილებლად შეიკრიბება უახლოეს მომავალში და მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურებთან დაკავშირებით. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძაობა” მიუხედავად ზეწოლისა და მოსყიდვებისა, მიუხედავად სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისა, რასაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები დაარქვა, იყო და რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ასპარეზზე, მათ შორის საკრებულოსა და პარლამენტში, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატიული ლეგიტიმური მეოდით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატია,ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის”