“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატად რამინ ბაირამოვი წარადგინეს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სერგო რატიანმა, გიგა ბოკერიამ და გიორგი ტუღუშმა გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატად რამინ ბაირამოვი წარადგინეს.

მათ მოსახლეობას პარტიის სამოქმედო პროგრამა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გააცნეს. ისაუბრეს იმ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რაც რეგიონს ეხება.

რამინ ბაირამოვმა ყურადღება გარდაბანში ინფრასტრუქყურული პროექტების, უმუსშებრობის და უწყლობის პრობლემებზე გაამახვილა, გამარჯვების შემთხევაში მათ მოგვარებას დაპირდა. გარდაბნის მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და მათ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ესპანეთის ინტერპოლმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაოდესიდან თბილისში კიდევ ერთი კანონიერი ქურდის დეპორტაცია მოხდა