,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვედნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ დევიდ პრაისსა და კონგრესმენ მარიო დიაზ-ბალარტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის საკითხებს შეეხო. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა არ მუშაობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აშშ-ს კონგრესში წამოსაწევად. ,,ერთადერთი რითაც ისინი ყურადღებას იპყრობენ, ესაა სიტყვის თავისუფლების დევნა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და დემოკრატიული გარემოს გაუარესება“ – განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო
შემდეგი სტატიამომავალი წლიდან რეიტინგებს კიდევ ერთი კომპანია დაითვლის