”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს ხვალ მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს

20 იანვარს, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლების გარდა, დაგეგმილია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა.

”ყრილობაზე იქნება ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან. დელეგატების გარდა იქნებიან უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ვხედავ საფრთხის შემცველ პროცესს” – ინაშვილი “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა