ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით თბილისის ბიუჯეტი მცირდება

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით თბილისის ბიუჯეტი მცირდება და 747 მილიონ 146 ათასი ლარი იქნება. გასულ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 804 მილიონი ლარი იყო.

ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოიზიცური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი ციფრები არ არის, მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტიანად მოხდება თანხების ათვისება. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, დედაქალაქის ამჟამინდელ მთავრობას პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი არ აქვს.

„ბიუჯეტი უნდა იყოს ძირითადად ორიენტირებული იმაზე, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახოს და არ იყოს გათვალისწინებული მომსახურეთა კეთილდღეობაზე“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა თამარ ცინცაბაძემ.

„ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაშიც კი ის, რომ გაზრდილი თანხების ხარჯვა არ ნიშნავს გაკეთებულ საქმეს, ამის კლასიკური მაგალითია ნარმანიას მთავრობა. ეს თანხები, სამწუხაროდ, იფლანგება, გაცილებით მეტი, ვიდრე შარშან“, – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ.

კურიერის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ბოლო კონსულტაციებს მართავს ფინანსთა სამინისტროსთან და საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებთან, რის შემდეგაც ბიუჯეტი საკრებულოში გამოიგზავნება.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: პრეზიდენტის სამუშაო პირობები მისი უფლებამოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: “რუსთავი 2”-ზე დავა ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც, უკვე დამღლელია