საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, აქციაზე- “არა გაზპრომს” დადასტურდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.
ამის შესახებ გუგული მაღრაძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში საუბრობს.
“ხომ ხედავთ ორი–სამი კინკილა ხალხი გამოდის. ხმაურით რაღაცის გაკეთება უნდათ. “გაზპრომთან” დაკავშირებით კახა კაძალემ ძალიან კარგი მოლაპარაკება აწარმოა, რომლითაც “სოკარისგან” მივიღებთ დამატებით გაზს. ეს აქცია უბრალოდ, პოლიტიკური აქტივობა იყო და მათ ადგილზე არ გავაკეთებდი, რადგან ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.