„ნაციონალური მოძრაობის“ აგზნებული გუნდი ყველაფერზე წამსვლელი იყო, 5 წუთში გადაწვავდნენ ქვეყანას, მაგრამ არ მივეცით ამის საშუალება”

ვფიქრობ, რომ პლიტიკაში მოსვლის შემდგომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე, ის პროცესი ჩემი მართული რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ასეთი შედეგი ვერ დადგებოდა, – ასმი შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„დღესაც შევახსენებ მაყურებელს, რობერტ სტურუა გაოცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, რომ უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებო. ბოლოს კი მითხრა, შედეგით გაოგნებული ვარ, აი, რა მოხდა და რა მოახერხეთ. გარწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ, რა მოხდა 2012 წლის არჩევნებში. მე ცოტა გვიან მინდა, ერთი 10 წლის შემდეგ, კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე, როგორი ანალიზი. ეს აღზნებული გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელი იყო. ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით, ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი, მშვიდობიანად გადააბარეს ხელისუფლება. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ლიდერი ვიყავი სწორედ ამ გუნდის პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას, ჩვენს ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე ამ პროცესში. ესეც უმატებს ფასს ჩემ სიტყვებს“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე ქმით, თუნდაც ბიზნესში წარმატების ძირითადი მიზეზი სწორი ანალიზი და სწორი დასკვნები იყო.

„ამიტომ ვთხოვდი ჩვენს ტელემაყუირებელს, ვისაც ჩემს მიმართ ნდობა აქვს, ჩვენს საზოგადოებას, რომ გამომყვნენ ანალიზში. ძალიან ვთხოვდი ჟურნალისტებსაც, რომ კრიტიკულად, სწორად დამისვან პრეტენზიები, რომ საზოგადოებას ჩემეული ხედვა და ანალიზი ვაჩვენო”,-განახცადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უამრავ პრობლემას ნახავთ ჯანდაცვაში, თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდება”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ანალიზის შეფასებაში დაეხმარება