„ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძე იქნება

”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უმცირესობას შექმნის, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.

პარტიის ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნება, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი, სერგი კაპანაძე დაიკავებს.

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარტიას ამ საკითხის გადაწყვეტა უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს.

არსებული ინფრომაციით, პარტიიდან კომიტეტებში წარსადგენი კანდიდატების ვინაობა ხვალ დასახელდება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: “გირჩი” საზოგადოებას აბოლებს
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საქმე განსახილველად მიიღო