“ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა

სენაკის საქალაქო სასამართლომ მარტვილი–აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლე ოლგა ჩურკანოვას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება შეუფარდა.

პროკურატურა შემაკავებელი ხასიათის აღკვეთ ღონისძიებას ან 2 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებულის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. თავად ოლგა ჩურკანოვა კი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, რადგან მისი მეუღლე ზაალ გოროზია მარტვილი–აბაშაში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია.

ოლგა ჩურკანოვას ბრალი სსკ 125-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც ცემას გულისხმობს. საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ფაქტს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ოლგა ჩურკანოვამ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებით წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავა და კომისიის მდივანი ნინო დანელია ცემა.

მომდევნო სხდომა 3 ნოემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: ივანიშვილს ჰგონია, რომ აქვს უკიდეგანო ინტელექტი
შემდეგი სტატიანანა თხელიძე-მე მზად ვარ ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად ვიბრძოლო!