წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ქარდავას წარადგენს?

ქაედა

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში, ყოფილი მმართველი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაჟორიტარობის კანდიდატად 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრს, წალენჯიხის მოქმედ მაჟორიტარს ლევან ქარდავას წარადგენს. ქარდავა პოლიტიკაში ბიზნეს სექტორიდან მოვიდა და, როგორც მან რამდენიმე თვის წინ „თაიმერთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მასთან ასოცირებულ კომპანიებს ხელოვნური პრობლემები შეუქმნა. ხელისუფლება აიძულებდა უმცირესობა დაეტოვებინა. მიუხედავად უპარტიო მაჟორიტარის სტატუსისა ის მაინც დღემდე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ ქარდავას მიმართ მოსახლეობაში ანტაგონისტური განწყობა არ არსებობს, როგორც „თაიმერს“ ადგილობრივებმა უთხრეს, 8 ოქტომბერს „არნახული ბრძოლა“ გაიმართება, რადგან „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავაა. პაატა ბურჭულაძის პარტიიდან კი კენჭს იყრის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი  ხარჩილავა.
„სამივე პიროვნებას მოსახლეობა კარგად იცნობს. შესაბამისად, ხალხში დაბნეულობა შეინიშნება. გამოდის რომ, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება კანდიატების პარტიული კუთვნლების მიხედვით კი არ მოუწევთ, არამედ მათი განვლილი გზისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ, რომელიც ადგილობრივ პოლიტკურ სიტუაციაში კარგად ერკვევა.“თაიმერი” ლევან ქარდავასაც დაუკვაშირდა , თუმცა იგი ამ დრომდე „თაიმერის“ ზარებს არ პასუხობს. პარტიაში ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები ლევან ქარდავსთან მიმდინარეობდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი: ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ბატონ ირაკლი შოთაძესთან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა