ნაციონალური მოძრაობა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

news
: news თებერვალი 26, 2016 13:05

ნაციონალური მოძრაობა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გაასაჯაროვეს კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთი. მირიან მჭედლიშვილი 1985 წელს რაიკომის ინსტრუქტორად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ცეკაში აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებას. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ანტიდასავლური პროპაგანდით მჭედლიშვილი ამ დრომდე დაკავებულია.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ლობირებდა ბატონი მჭედლიშვილის დანიშნვნას ამ თანამდებობაზე. KGB-ს თანამშრომლების ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონდმებლობას“,- განაცხადა გიორგი კანდელეკმა.

მისივე თქმით გამოძიება უნდა დაიწყოს ივანიშვილის მიმართაც, რადგან მირიან მჭედლიშვილი ბანკ ქართუს თანამშრომელი იყო.

news
: news თებერვალი 26, 2016 13:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics