“ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქცია სახელწოდებით ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, უმცირესობის ფარგლებში, რიგით მეოთხე იქნება.

ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ფრაქციას გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად დროის და მატერიალური რესურსის გამოყენება სახელდება, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი მიწისძვრა ჩინეთში – მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდა შეადგინა
შემდეგი სტატია“საიამ” “არა პანორამას” აქციის მონაწილეების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა