ნაციონალური მოძრაობა შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხმის ექსპერტიზასა და მინისტრის გადადგომას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

“ჩვენ დაუყონებლივ ექსპერტიზას მოვითხოვთ, რომ შემოწმდეს მღებრიშვილის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ხმის ავთენტურობა, მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს და ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს სააკაშვილის მიმართ. ჭიკაიძე ჩვენს სარდაფებში საბურავებს რომ ეძებდა, მდინარაძისთვის და წულუკიანისთვის სერიოზული საქმე იყო და მათი შს მინისტრი პირდაპირ ადასტურებს, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს მათთვის არ არის სერიოზული საკითხი,”- ამბობს ბოკუჩავა.

გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ჩანაწერს სერიოზულად ვერ მიიჩნევს. “შსს-მ განაცხადა, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ ხდება. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი თქმით, ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

რუსი პრანკერების (ინტერნეტმასხარების) – ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) – მტკიცებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრნენ. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა და სტენოგრამაც გამოაქვეყნა. Страна.ua წერს, რომ პრანკერებმა გიორგი მღებრიშვილთან მიმოწერაც წარმოადგინეს, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიხეილ სააკაშვილზე მოლაპარაკებების დეტალებს აზუსტებს.

banner
წინა სტატიაშირა კავშირი ჰქონდა მილიციასა და ჩეჩნებთან?!- სკანდალური ინტერვიუ ვანიჩკასთან
შემდეგი სტატიაშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს