“ნაციონალური მოძრაობა” სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას მნიშვნელოვანს უწოდებს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას მნიშვნელოვანს უწოდებს და მიესალმება.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაუადვილებს საქართველოს მოსახლეობას ევროპულ ინტეგრაციას და ბევრი სიკეთის მომტანი იქნება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისთვის.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან წლების განმავლობაში ეს იყო ჩვენი მიზანი და დღესაც ოპოზიციაში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. მაგრამ ამჟამად მთავრობის ხელშიც ბევრი რამ არის. ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ეს პროცესი ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროს მთავრობამ, არ უნდა მოხდეს იმგვარი რამ, რაც საბოლოო გადაწყვეტილების სწრაფ მიღებას ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავრობას სჭირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი მიმოსვლის შემთხვევაში შეძლოს ქვეყნიდან გასვლა, მოგზაურობა, სწავლა და ა. შ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა. მან საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მიულოცა.

მისივე თქმით, ეს არის არაერთი ადამიანის მრავალწლიანი შრომის შედეგი და ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც აშენებს დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოს.

“ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი. არაფერმა არ შეაფერხოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გვაძლევს თავისუფალი სამყარო, ევროპა, ეს სიკეთეები მიიღონ ადამიანებმა, უნდა იყოს ეკონომიკური წინსვლა იმისთვის, რომ გახსნილ კარებში ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ შესვლა”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ყველას ვულოცავ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისიტრი თანამოქალაქეებს კანონის დარღვევას ურჩევს