“ნაციონალური მოძრაობა” საერთო სახალხო პარტიაა, თუ კულუარულად მართული, ვიწრო ჯგუფის გამომხატველი პარტია იქნება დღეს გადაწყდება”

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახე პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევაზე დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა.

“დღეს წყდება ის, ნაციონალური მოძრაობა იქნება საერთო სახალხო პარტია, რომელიც მოსახლეობის ფართო ინტერესებს ასახავს, თუ იქნება კულუარულად მართული, ვიწრო ჯგუფის გამომხატველი, არადემოკრატიული პარტია,”- თავა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება თანამდებობას, მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს დატოვებული.

“ვინაიდან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ფორმალურად ეს უფლება ამ ქვეყნის რეალურმა დიქტატორმა, ბიძინა ივანიშვილმა წაართვა. ეს არის ფორმალური საკითხი, რომელიც საქმის რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს, დღეს წყდება არა მიხეილ სააკაშვილის ფორმალური თავმჯდომარეობის თუ არა თავმჯდომარეობის საკითხი, რადგან ეს პოზიცია ვაკანტურია,”- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) „ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში“ – ზვარეში აქცია-მსვლელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა
შემდეგი სტატია“პრემიერმა მნიშვნელოვანი თანამდებობა შემომთავაზა”-რა თანამდებობას ჩაიბარებს ზვიად კვაჭანტირაძე?!