„ნაციონალური მოძრაობა“ – ქეთი ქოჩორაშვილი პარტიიდან გარიცხული არ არის, თუმცა საკრებულოს დეპუტატი აღარ იქნება

ქეთი ქოჩორაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხული არ არის. პარტიიდან გარიცხვის უფლება აქვს მხოლოდ პოლიტსაბჭოს და პოლიტსაბჭო ჯერ არ შემდგარა, ამიტომ არც არავინ არ აპირებს მის გარიცხვას,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი დავით კირთაძე ქეთი ქოჩორაშვილის განცხადებას. ქეთი ქოჩორაშვილის თქმით, ნიკა მელიამ ის პარტიიდან გარიცხა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას დათო ავალიანის სასარგებლოდ საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმა მოსთხოვა, რაზეც ქოჩორაშვილი არ დათანხმდა და მეორე დღეს მელიამ განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მან ერთპიროვნული გადაწყვტილება უკვე მიიღო.

დავით კირთაძის განმარტებით კი ქოჩორაშვილი პარტიიდან არ გაურიცხავთ, თუმცა საკრებულოს დეპუტატი აღარ იქნება.

“დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე თბილისის ორგანიზაციამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო და აქ არ ყოფილა არანაირი პიროვნებასთან დაკავშირებული, მოწონდა თუ არა ვინმეს ის ადამიანი. ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ვემზადებით და ვცდილობთ, რომ თბილისის ორგანიზაცია იყოს უფრო ძლიერი. არანაირი ერთი პირის გადაწყვეტილება არ ყოფილა. პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით კი პარტიის დებულების მიხედვით, პოლიტსაბჭოს აქვს მხოლოდ პარტიის წევრის გარიცხვის უფლება“,- განაცხადა ჟუნრალისტებთან დავით კირთაძემ.

banner
წინა სტატიაშისს “პროგრეს ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : სანდრა რულოვსი გადაწყვეტილებას განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს