„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ფრაქციის სახელწოდება იქნება “ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე. ფრაქციას ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზად პარტიაში იმ რესურსის გამოყენებას ასახელებენ, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს აქვთ.

ფრაქცია უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე იქნება.

banner
წინა სტატიაშიიტალიელ ბიზნესმენს ჩამოართვეს იახტა, რომელიც მუსოლინს ეკუთვნოდა
შემდეგი სტატიაჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი