ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს აფასებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე შეფასებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეობის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს ოდესის გუბერნატორის პოლიტიკურ მოღვაწეობას ხელს.

„არ მგონია მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, არც საქართველოში და არც უკრაინაში პრობლემა შეიქმნას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის კუთხით,“ – განმარტავს გიორგი ვაშაძე.

გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით მმართველი გუნდი ცდილობს ყველა მიმართულებით გაამწვავოს ბრძოლა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.

ნაციონალური მოძრაობის წევრის აზრით, ეს უკავშირდება პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვას და ასევე პარტიაში გარკვეული არეულობის შეტანას.

„ეს არ არის რეალური, რომ პარტიაში ამის გამო ვითარება დაიძაბოს,“ – აღნიშნავს გიგი წერეთელი.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება. ამ თემაზე განმარტებები იუსტიციის მინისტრმა დღეს გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ოდესის გუბერნატორს შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა.

banner
წინა სტატიაშიიმ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან განსხვავებით, ვეცდებით ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ
შემდეგი სტატია„დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი”