“ნაციონალური მოძრაობა” კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს ასაჯაროვებს

კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა გაასაჯაროვა ნაციონალურმა მოძრაობამ.

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გია იანტბელიძე ჭაბუკთა ნაკრების მოქმედი მწვრთნელია და ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას ცემის დროს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან უშუალოდ მონაწილეობდა.

ნაციონალური მოძრაობა სპორტის სამინისტროს და ჭიდაობის ფედერაციას იანტბელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.

 

banner
წინა სტატიაშიციხისძირში ახალი ბაღი გაშენდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში