“ნაციონალური მოძრაობა” იწყებს კამპანიას – “+1”

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში, მათ დაარწმუნონ 1 ადამიანი მაინც, რომ მხარი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობასა და ბრძოლას აგრძელებს.

“ჩვენ გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია – “+1 კამპანია”. ჩვენ მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ 1 ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიკამპანიას ჰქვია მხარი დავუჭიროთ “ნაციონალურ მოძრაობას” და ადამიანების წამებას-სუბარი არასამთავრობოების მიმართვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო