”ნაციონალური მოძრაობა” ”გაზპრომთან” მოლაპარაკების დეტალების და ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროების ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” ”გაზპრომთან” მოლაპარაკების დეტალების და ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროების ითხოვს და როგორც აცხადებს, ხელშეკრულება ზიანის მომტანია როგორც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, ასევე სახელმწიფოსთვის წამგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც.

რეზოლუციის პროექტი პარლამენტს ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ წარუდგინა. მასში აღწერილია ის ნეგატიური შედეგი, რაც საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის რუსეთიდან სომხეთში სატრანზიტო გაზის საფასურის შესახებ ხელშეკრულების აღსრულებას მოჰყვება. კერძოდ, ”ნაციონალური მოძრაობის” შეფასებით, სახელმწიფო მიიღებს ფინანსურ ზარალს, ვინაიდან ტრანზიტის ფულადი ანაზღაურებით შეძლებს შეიძინოს ორჯერ ნაკლები მოცულობის ბუნებრივი აირი, ვიდრე 10%-ს ნატურით გადახდის პირობებში იღებდა.

რეზოლუციის პროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური ზედამხედველობისა და კონტროლის კონსტიტუციური უფლებამოსილება, საქართველოს ხელისუფლებას დააკისროს ვალდებულება გაასაჯაროოს მოლაპარაკების შინაარსი და დასვას საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნისთვის არახელსაყრელი შეთანხმების დადების გამო.

https://youtu.be/N9WnnG14NkQ

banner
წინა სტატიაშისოხუმში ადამიანი დაწვეს
შემდეგი სტატია(video) ბიძინა ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საზოგადოებისთვის დენდროლოგიური პარკი