„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ამზადებს

gociridze

„ნაციონალური მოძრაობა“ კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტის მიღებით მიმართავს.

პარტია რეზოლუციის პროექტზე უკვე მუშაობს და საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.

დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობა კაბალურ შეთანხმებას აფორმებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, დოკუმენტი ფინანსურად ძალიან დამაზიანებელია და ქვეყანა წელიწადში დაახლოებით, 20 მილიონ აშშ დოლარს კარგავს.

„ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და მის გასაჯაროვებას ვითხოვთ. მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, – აცხადებს გოცირიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს იბარებს.

banner
წინა სტატიაში76 წლის ქალის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული: მკვლელობა ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა
შემდეგი სტატიაპარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას – უგულავა