„ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს იწყებს

დღეიდან ვიწყებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან კონსულტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხზე, – ეს განცხადება, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ გააკეთა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩილ ხაბაძე მოსახლეობის ინტერესებს უგულებელყოფს, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით კვაჭაძეს უკვე მეორედ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა საბჭომ ამ კანდიდატს მანამდე ორჯერ უთხრა უარი.

დეპუტატის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით აქვს უფლება, იმპიჩმენტი მოითხოვოს.

საკითხზე მსჯელობის დასაწყებად „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 ხმა სჭირდება, რაც უკვე აქვს.

ზამბახიძე აცხადებს, რომ ფრაქციებთან კონსულტაციას გაივლის, თუ რომელიმე მათგანს იმპიჩმენტის საკითის განხილვის მზაობა აქვს, შეუძლია, შეუერთდნენ.

კანონმდებლობით, სხდომის ჩანიშვნას ხემოწერების რეგისტრაციიდან ერთი თვე სჭირდება. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი – უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 14-ის თანხმობა.

ამასთან, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველ პარტიას ხმათა უმრავლესობა არ აქვს.

banner
წინა სტატიაში“არ შემიძლია მივუთითო რაიმე კონკრეტული თარიღი”- იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: “სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ხაზგასმით ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი და მხარდამჭერია