„ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიების შესაქმნელად მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი.

„ჩვენ მზად ვართ აქტიურად დავუჭიროთ მხარი ამ პაკეტს, რათა „ქართული ოცნების“ დაშლის პირობებში, ახლავე გავიტანოთ ეს კანონპროექტი, თუმცა რა თქმა უნდა თუ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგობას გაუწევს ამ კანონპროექტის მიღებას, ჩვენ იმ პარლამენტში, სადაც მრავლესობა გვექნება, აუცილებლა მივიღებთ ამას”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო სექტორი სუს-ის რეფორმას ითხოვს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოდესაში ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლი ჩავიდა