“ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს სერგო რატიანს უპასუხეს

ნაციონალურ მოძრაობაში დღეს სერგო რატიანს უპასუხეს. პარტიის ნაწილი აღმასრულებელ მდივანს სიცრუეში ადანაშაულებს. რატიანის გადაწყვეტილებით საპარლამენტო სიიდან რამდენიმე წევრი ამოიღეს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, რატიანს ცესკოსთვის მხოლოდ იმ წევრების ამოღების თხოვნით არ მიუმართავს, ვინც პარლამენტში შესვლას აპროტესტებდა. ბეჟაშვილის თქმით, სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც ყრილობის საორგანიზაციო საკითხებშია ჩართული.

„არგუმენტი, რომ პარტიული სიიდან ამოღებული იყო ის წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საპარლამენტო დეპუტაციის პარლამენტში შესვლას, არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი,“ – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

banner
წინა სტატიაშისხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც უგულავას პასუხის გაცემა მოუწევს – კახი კალაძე
შემდეგი სტატია„იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ“ – გიგი უგულავა