„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი ლიდერები კიევში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად, რომან გოცირიძე, ლევან ვარშალომიძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, დავით კირკიტაძე, სალომე სამადაშვილი და სხვები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება ასევე, აზერ სულეიმანოვი, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობას” ფრაქცია ეყოლება.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის ე.წ. გუნდიდან ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე დარჩნენ.

საპარლამენტო უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, პარტია დატოვა. აღნიშნულ ფრაქციას კი, გუშინ სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო“ ეწოდა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ დეპუტატებს, როგორც პარტიის ლიდერები განმარტავენ, ისინი ფრაქციის შექმნას აუცილებლად შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიმაგნოლიას გადასატანად ასწლოვან ევკალიპტის ხეებს ჩეხავენ
შემდეგი სტატიაცაბაძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა