“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ, მასალების ქვეყნიდან გასაზიდად, 3 კვირა ჰქონდა”

იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ, ჩანაწერების შენახვა-გავრცელებისთვის საჯარო მოხელეების მიმართ კანონი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაამკაცრა.

არასაჯარო პირებს რაც შეეხება, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება, მათ მიმართაც შეიძლება.

“არასაჯარო პირებს რაც შეეხება, კანონის გამკაცრება მათ მიმართაც შეიძლება, რაც ნაწილობრივ პრევენციას მოახდენს, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ, მასალების ქვეყნიდან გასაზიდად, 3 კვირა ჰქონდა და თუ ეს ადამიანები, საზოგადოების მიმართ ტერორის განხორციელებას სხვა ქვეყნიდან ცდილობენ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სასჯელის გამკაცრებამ დიდი ეფექტი ვერ იქონიოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, არცერთ ქალს, რომელსაც ჩანაწარებით აშანტაჟებდნენ, ბრძოლაში უკან არ დაუხევია.

“ეს გმირობის მაგალითები იყო, რის გამოც, მათ დიდ პატივს ვცემ. ფარული ჩანაწერების გავრცელება საზოგადოების შოკში ჩაგდების, მთავრობის დისკრედიტაციის და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა. თუმცა, შოკურ მდგომარეობაში შევდექით საზოგადოებად, რომელმაც თქვა – ჩვენ ამგვარი ფაქტებით არ ვსეირობთ, ადამიანებს ლინჩის წესით არ ვასამართლებთ და ამ ტიპის ტერორს არ ვემორჩილებით”,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა გადაცემა “2030”-ის პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა ტრამპის პრეზიდენტობა მსოფლიო საშიშროების ტოპ-10-ულში შევიდეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი გაანთავისუფლეს