“ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ ქვეყანაში რეავოლუცია მოახდინოს”

ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ ქვეყანაში რეავოლუცია მოახდინოს.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩაატაროს.

“მოსახლეობას მინდა მოვუწოდო: “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რევოლუციური სურათი დადოს საქართველოში. ნურავის ნუ გეშინიათ! ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ არჩევნები ჩაატაროს ზომიერად და არ მოხდეს ის მუშტი-კრივი, რაც იყო კორცხელში”,- განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში”
შემდეგი სტატიააშშ: მენაგვე-მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს