,,ნაციონალურ მოძრაობა” ,,რუსთავი 2″-ის მხარდასაჭერად საკოორდინაციო საბჭოს უერთდება

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად საკოორდინაციო საბჭოს უერთდება. როგორც პარტიაში აცახდებენ,რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმებული მოქმედება და ამ საკითხზე ერთობლივი კონსულტაციების გამართვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ამ განცხადების სულისკვეთებას და დღესვე სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პარტიას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში თავისუფალი სიტყვის ბედი და რუსთავი 2-ის გადარჩენა ბიძინა ივანიშვილისგან, დავიწყოთ კონსულტაციები ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ მთელი ეს პროცესი იყოს კოორდინირებული და ყველა ერთად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, შევძლოთ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში,“ – განაცხადაერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი: „გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი“ – “ბიბლუსის” თანამშრომლები
შემდეგი სტატია„ბიბლუსი“ რამდენიმე თანამშრომლის ბრალდებას სპეციალური განცხადებით პასუხობს