,,ნაციონალების,, დილემა ,,შეხვალ- ინანებ, არშეხვალ – ინანებ,,

13221645_10206683897476171_52995527609207353_n2030-ს ექსპერტი ლევან კალანდაძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის დილემაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით წერს…
,,ნაციონალების დილემა – შეხვალ, ინანებ. არ შეხვალ, მაინც ინანებ!
სცენარი პირველი – ნაციონალები შედიან პარლამენტში.
ეს ნიშნავს, რომ:
• ნაციონალები რჩებიან საპარლამენტო ცხოვრების აქტიური წევრები;
• პარლამენტში შესული ნაციონალები ემიჯნებიან და თავისუფლდებიან სააკაშვილის „ტვირთისგან“;
• პარლამენტში შესულ ნაციონალებს ეძლევათ პოლიტიკური განახლების, ახალი პოლიტიკური იმიჯის ჩამოყალიბების, რეალური რებრენდინგის განხორციელების შესაძლებლობა.
მაგრამ:
• ნაციონალები დიდი ალბათობით იშლებიან ორ ბანაკად – სააკაშვილის „რევოლუციონერებად“ და პარლამენტში შესულ „ევოლუციონერებად“;
• სააკაშვილის „რევოლუციონერები“ მკვეთრად უპირისპირდებიან პარლამენტში შესულ „ევოლუციონერებს“.
• „ევოლუციონერები“ კარგავენ მხარდამჭერთა მნიშვნელოვან რაოდენობას;
• „ევოლუციონერები“ კარგავენ სააკაშვილის „ფრთის“ საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას;
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალი „რევოლუციონერები“ და ნაციონალი „ევოლუციონერები“ დიდი ალბათობით ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას;
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალების ამომრჩეველი იქსაქსება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდი ალბათობით, სააკაშვილის „რევოლუციონერების“ ბანაკში ინაცვლებს;
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალი „ევოლუციონერების“ ადამიანური და ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
სცენარი მეორე – ნაციონალები არ შედიან პარლამენტში.
ეს ნიშნავს, რომ:
• ნაციონალები ინარჩუნებენ პარტიულ ერთიანობას;
• ნაციონალები ცდილობენ პოლიტიკური პროცესების გადატანას „ქუჩაში“;
• ნაციონალები ცდილობენ ე.წ. რევოლუციური სცენარის გათამაშებას.
მაგრამ:
• საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ მაინც არ დგება;
• ბოიკოტირების მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება საპარლამენტო პროცესის ხელის შეშლას და შეფერხება;
• ხდება ნაციონალების, როგორც პოლიტიკური ძალიას მარგინალიზაცია;
• ხდება ნაციონალების, როგორც დესტრუქციული პოლიტიკური ძალის იმიჯის ჩამოყალიბება;
• ნაკლებად სავარაუდოა, ნაციონალების ბოიკოტი და დემარში საერთაშორისო პარტნიორების და დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერილი ან გაზიარებული იქნას;
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნაციონალებისთვის „ქუჩის“ და „რევოლუციური“ რეჟიმის (და დრაივის) შენარჩუნება მნიშვნელოვნად რთულდება;
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნაციონალების, ისევე როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი, მილევად რეჟიმში გადადის.
არის მესამე, ე.წ. იდეალისტური სცენარიც – ნაციონალი „ევოლუციონერები“ არწმუნებენ სააკაშვილს და მის მხარდამჭერ ნაციონალ „რევოლუციონერებს“, რომ პარლამენტში შესვლა რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა და რომ სააკაშვილმა უკან უნდა „წაიღოს“ საკუთარი განცხადება პარლამენტში შესვლის მიზანშეუწონლობის შესახებ. თუმცა, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს სცენარი ნაკლებად რეალისტური და ნაკლებ სავარაუდოა.
P.S. ასე რომ, არშესვლაც პრობლემაა, თავისი თანმდევი სერიოზული პოლიტიკური რისკებით და შესვლაც. და თუ მაინც, ორივე შემთხვევაში პრობლემაა და თანაც, ორივე შემთხვევაში უნდა ინანო, სჯობს ისევ შეხვიდე და ისე ინანო…,,

banner
წინა სტატიაშიგიორგი ონიანი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია
შემდეგი სტატია“რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია”