„ნაციონალების“ აქციის გამო რუსთაველზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვა ასევე ვრცელდება ელბაქიძის აღმართზე, ნაწილობრივ – მელიქიშვილის ქუჩაზე (ფილარმონია), მოძრაობა ცალ მხარეს შეწყვეტილია რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

აღნიშნულ საავტომობილო მონაკვეთზე შეზღუდვა ”ნაციონალური მოძრაობის” აქციას უკავშირდება. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. რამდენიმე წუთში კი პუშკინის სკვერის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა