ნაცემი დეპუტატი ოზურგეთში – ხელისუფლებას გამოძიებისთვის ვადა პარასკევამდე აქვს

ოზურგეთის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, ბესო ქათამაძეს, რომელიც საკრებულოს შენობაში შიმშილობს, გვიან ღამით სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ქათამაძე და მისი თანაგუნდელები ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატის დასჯას და მათთვის მანდატის შეჩერებას ითხოვენ და გამოძიებისთვის ვადას პარასკევამდე აძლევენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ნაციონალური მოძრაობა პარასკევს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.
„დატოვონ სასწრაფოდ თანამდებობები. ამასთანავე, ჩვენ დავაორგანიზებთ აქციას პარასკევს 3 საათისთვის, გვექნება ფართომასშტაბიანი აქცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწორად შეაფასოს არსებული მოვლენები,“-განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ

banner
წინა სტატიაში“დაისაჯოს გომელაური და გოგაშვილი” – მაჩალიკაშვილების მხარდამჭერი აქცია პანკისში
შემდეგი სტატიაზუგდიდში ძმამ და დაჭრა