ამ ნაბიჯით არა დეცენტრალიზაციისკენ, არამედ ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ყველაფერი

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, თვითმმართველი ქალაქების შემცირებას უკან გადადგმულ ნაბიჯად ასახელებს.

მისი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ დაწყებული რეფორმის მიხედვით, უფრო მეტი საბიუჯეტო რესურსი უნდა ჰქონოდათ თვითმართველობებს ფინანსური დეცენტრალიზაციისთვის.

„დღეს, სამწუხაროდ, გვიწევს საუბარი იმაზე, რომ შემცირდეს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად თელავში, გორში, ზუგდიდში, ქალაქს აღარ ეყოლება საკუთარი თვითმმართველობა. სავარაუდოდ, იქნება მსხვილი მუნიციპალიტეტი, რომელიც უნდა ითქვას, რომ ევროპული მასშტაბითაც არის სრულიად უპრეცენდენტო,“ – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიების გატარებით, მოსახლეობა აქტიურად აღარ იქნება ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით არა დეცენტრალიზაციისკენ, არამედ ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ყველაფერი,“ – აცხადებს ზვიად დევდარიანი.

banner
წინა სტატიაში(video) 1 აპრილი მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივულოცო ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს “ბიძინაობას” დაარქმევს
შემდეგი სტატიაჭოგნარში ადვოკატი მზია დოღონაძე დააყაჩაღეს