N15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა

1-15N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.

დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილის 200-მდე ნერგი და 20-მდე მარადმწვანე მცენარე დარგეს. აქციაში მონაწილეობა მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

„ფონდი მორიგ გამწვანების აქციას ამჯერად, ქსნის დაწესებულებაში ახორიცელებს. ეს რიგით მესამე აქციაა, მანამდე ხეები და ყვავილები რუსთავში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში დაირგო. მსჯავრდებულების დახმარებით სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიებს ვალამაზებთ. ნარგავებს თავად მსჯავრდებულები მოუვლიან“, – განაცხადა ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით, აქცია ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა