მზაობა არ ნიშნავს, რომ მომდევნო რაუნდზე აუცილებლად პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება- ციხელაშვილი ჟენევის ფორმატზე

საუბარი იყო მზაობაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობითაც შესაძლებელი იქნებოდა წარმოგვედგინა ჟენევის ფორმატში დისკუსიების წარმოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო რაუნდზე პრემიერი აუცილებლად გაემგზავრება- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუკი რუსული მხარე გამოხატავს მზადყოფნას, რომ ჟენევის დისკუსიებში უმაღლესი თანამდებობის პირი ჩაერთოს, გაემგზავრება თუ არა გიორგი კვირიკაშვილიც, ციხელაშვილი პასუხობს, რომ “თუკი მზაობა იქნება, მერე ვისაუბროთ ამაზე”.
„ბუნებრივია, მზაობა და პოლიტიკური ნება სჭირდება მეორე მხრიდანაც. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას ზოგადად ჟენევის ფორმატში მონაწილეობის თვალსაზრისით, ვადასტურებთ, რომ ვიქნებით კონსტრუქციული, როგორიც ამ ხუთი წლის განმავლობაში ვართ. ბუნებრივია, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ პროგრესი იქნას მიღწეული იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც არის დღის წესრიგში”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი გიორგი კვირიკაშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს