“მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის” – აბაშიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 7 აპრილს პარლამენტში პრეზინდეტის მისვლის საკითხს ეხმაურება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ისინი ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არიან.

ცნობილია, რომ უმრავლესობა დებატებს მხარს არ უჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით, პარლამენტში წარდგება 7 აპრილს. მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, როგორც ეს იქნება განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და როგორც იქნება ეს ჩამოყალიბებული კონსულტაციების შედეგად,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა გორის მოსახლეობა დააზარალა – ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ
შემდეგი სტატიაძლიერი ქარი დედაქალაქში – 112-ში100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა