” მზად ვართ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას”- ნარმანია ძველ თბილისში ხანძრით დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

მეხანძრეებმა საიათნოვას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად მისული იყო დედაქალაქის მერიც. დავიტ ნარმანია დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა:
„ჩვენ მზად ვართ იმისათვის რომ დავეხმაროტ ადგილობრივ მოსახლეობას, პირველ რიგში ჩვენ შევპირდით მათ ქირით გაყვანას, ვიდრე მოხდება დაზიანებული სახლის შეკეთება. თუმცა მათი თქმით ისინი ამას არ საჭიროებენ. ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყებთ აღდგენით სამუშოებს. კარგია რომ სამაშველო სამსახურის მხრიდან რეაგირება ოპერატიულად მოხდა და ზიანი დიდი არ არის, ძირითადად ერთ ოჯახს შეეხო და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მათ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის განმარტებით, ხანძრის დროს დაახლოებით 75-80 კვ.მ ფართობი დაიწვა, ხანძრის სავარაუდო მიზეზი კი დაუდევრობა იყო:

„ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არაა, დაიწვა არნიშნული შენობის ღია აივანი და სხვენი დაახლოებით 75-80 კვ.მ. სავარაუდოდ მიმდინარეობდა წყლის სადენი მილების რეკონსტრუქცია, აღნიშნული პლასტმასის მილები იყო ღიად დასაწყობებული, დაუდევრობის გამო ამ მილებს გაუჩნდა ცეცხლი.“- განაცხადა დავით გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას 21 იანვარს მიიღებს