მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს- მორწმუნეებს რიტუალის შესრულება ბათუმის ქუჩაში მოუხდათ

მუსლიმური სამყარო დღეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინეს. ასობით მორწმუნეს რიტუალის შესრულება ისევ ქუჩაში მოუხდა.

საქართველოს მუფტის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მუსლიმებს ყურბან-ბაირამი ბათუმის მერმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

აჭარის ყველაზე მაღალმთიანი ხულოს რაიონის ხორჯომის ხეობიდან მიულოცა დღესასწაული მუსლიმებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინეს