მუსლიმების მკვლელობისთვის მოძრავი რენტგენის შემქმნელი 8 წელს მოიხდის

ამერიკელს, რომელმაც მოძრავი რენტგენის აპარატი გამოიგონა მუსლიმების მკვლელობისთვის, 8 წელი ციხე მიესაჯა – ამის შესახებ Associated Press წერს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აპარატი უსაფრთხო იყო, მაგრამ ბრალდებული პირიქით იყო დარწმუნებული.

57 წლის ერიკ ფეიტმა 2014 წელს ტერორისტების დახმარება აღიარა. ის ერთი წლით ადრე დაიჭირეს თავის თანამოაზრე 51 წლის გლენდონ სკოტ კროუფორდთან ერთად, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ბრალდებით განაჩენს ელოდება.
გამოძიებამ კროუფორდს თვალთვალი 13 წლის წინ დაუწყო, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი კუ-კლუს-კლანის მხარდამჭერი იყო.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პრემიერს ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში სილა გააწნა
შემდეგი სტატიარობერტ დე ნიროს სასტუმრო ლუქსის კლასის ყველაზე ცუდ ჰოტელად აღიარეს