მუქარა და შანტაჟი სოფელ მუღანლოში

minas“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანმა აკაკი მინაშვილმა გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელი მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ, ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან და ა.შ. მინაშვილმა სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

“მოგეხსენებათ, რომ 28 იანვარს, გარდაბანში, გამგებლის არჩევნებია და დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, “ქართული ოცნება” ამომრჩევლის გულის მოგებას არა საქმის კეთებითა და პრობლემების გადაჭრით ცდილობს, არამედ მოქალაქეების აქტივობის შეფერხებით. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითი, “ქართული ოცნების” სახელით ადგილობრივებს ემუქრებიან, რათა ამ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, მუშაობაში ხელი შეუშალონ.

მინდა ყველა გავაფრთხილო და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრად მოვუწოდო, რომ გამოიძიონ ეს საქმე. მინდა ყველას შევახსენო და მკაცრად გავაფრთხილო, 2016 წელს, “ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებას დატოვებს.”

banner
წინა სტატიაშიდღეიდან სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებაზე მოთხილამურე პატრული იზრუნებს
შემდეგი სტატია,,73-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს “ქართული ოცნება” მოიგებს”