მუქარა ანი სუბელიანისა და მისი რვა წლის შვილის მიმართ – “თეთრი ხმაურის” აქტივისტი პოლიციაში ჩივილს გეგმავს

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში მისი და მისი 8 წლის შვილის მისამართით მუქარის შემცველი ტექსტების გამო, ანა სუბელიანი
პოლიციაში ჩივილს აპირებს. რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან პირადად მის მიმართ არსებულ უარყოფით დამოკიდებულებაზეც საუბრობს – სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს სუბელიანი აქციაზე დაძაბული ვითარების მიუხედავად მის დახმარებაზე უარის თქმასაც.

“დეპარტამენტის უფროსმა მომწერა თავის სახელითაც და ნათიას სახელითაც, რომ ეწყინა ნათიას ბრიფინგის ვიდეო რომ გადავაშეარე და გავაკრიტიკე. ამხელა თანამდებობის პირისგან ძალიან არასერიოიზულია რომ როცა შენ მოგმართავენ მოქალაქეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რაღაც პირად წყენებს და ბუტიაობებს აყოლებ პროცესს,”-აცხადებს ანი სუბელიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატია„ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ“ – ნათია მეზვრიშვილი