მუჰამედ ალის კუთვნილი ნივთები აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის, კუთვნილი ნივთები აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა ნიუ იორკში 10 სექტემბერსაა დაგეგმილი.

აუქციონზე 100-მდე ლოტს გაიტანენ, მათ შორის იქნება ჩემპიონის ქამარიც. მოკრივის ქამარი აუქციონზე პირველად იყიდება და ვარაუდობენ, რომ მასში 600 ათას დოლარს გადაიხდიან.

მსურველებს ალის შორტის, ხელთათმანებისა და 1964 წელს ჟურნალ “ლაიფის” რედაქტორებისთვის დაწერილი წერილის შეძენაც შეეძლებათ.

მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა
შემდეგი სტატიაწალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი ლევან ქარდავა იბძოლებს