მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო გადასახადი იზრდება

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის წევრებს და მიდ მოადგილეს დავალება მისცა მოამზადონ სამართლებრივი ცვლილებები იმისთვის, რომ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა გაიზარდოს. კახა კალაძის განცხადებით, დღეს ეს თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც არაადეკვატურია. კალაძემ ამ საკითხში პარლამენტის მხარდაჭერის იმედიც გამოთქვა. კალაძემ მისმოადგილეს მაია ბითაძეს ასევე მოუწოდა, ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობების ნებართვის გაცემიდან, მერიის სამსახურები ჩაერთონ, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე ნარგავებისა გაჩეხვის ხარჯზე.
“ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩაერთოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახლი მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე სივრცეების, პარკების და სკვერების ხარჯზე…
ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა -პატრონობა მოვთხოვოთ. მესმის, რომ შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი.
უმოკლეს ვადებში მომზადდეს სამართლებრივი ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენჯერმე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებული პრაქტიკით, საკომპენსაციო თანახა დღეს საშუალოდ ერთ ხეზე 700 ლარს შედაგენს, რაც არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი, რომ კანონში ცვლილებებია სჭრირო, დაიხმარეთ პარლამენტი, აუცილებლად დაგეხმარებიან, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილებაა და მგონია, რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე და ა.შ” განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშინაძვის ხე – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”
შემდეგი სტატიაჩუღურეთის რაიონში, 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა