მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო – კახა კალაძე

„მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო,“- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. კახა კალაძემ დაღუპული ოჯახის წევრებს სოციალურ ქსელში მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს,“- აღნიშნავს კალაძე.

banner
წინა სტატიაში„ლეო გრანდში” არის სახანძრო სისტემა და კიბე – სასტუმროს უსაფრთხოების ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიასასტუმრო „ლეოგრანდში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ